შემოგვიერთდით
Geo Eng Rus
ბოთლი „თბილისი“

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

   ბოთლს „თბილისი“ ანალოგი არ მოეძებნება. იგი ექსკლუზიურად მიეძღვნა მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს, ინდივიდუალურობითა და თვითმყოფადობით გამორჩეულ, უძველეს ისტორიულ ქალაქს - ჩვენს საყვარელ თბილისს.

   ბოთლი-ჭურჭელი გაჯერებულია ფრაგმენტებით, რომლებიც გარკვეულად ასოცირდება დედაქალაქის ისტორიასთან. პატარა ულამაზესი ეკლესიები, განუმეორებელი ძველ თბილისური გადმოკიდული აივნები, თბილისის მცველი-ანგელოზი, მომლოცველი ბერი, წმინდა გიორგის ხატება, ნიკალას (ნიკო ფიროსმანის) მებადური, ახალგაზრდა ყმაწვილი ქალი მტკვრის პირას, ბეთლემის უბნის კიბეები, მწიფე ყურნძნის სავსე მტევნები...

   ბოთლის სახურავი - ხოხობზე მონადირე მიმინო. ბოთლს თან ახლავს სამი ჭიქა, ანალოგიური ფრაგმენტებით.

   ბოთლი-ჭურჭელი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დანიშნულებით სპირტიანი სასმელებისთვისაც. არაჩვეულებრივად არომატული მასალის - ნატურალური თაფლის სანთლის სურნელი, ბოთლში მოთავსებულ სასმელზეც შესაბამისად აისახება, რაც მას კიდევ უფრო განუმეორებელს გახდის.

   ბოთლი „თბილისი“ ორიგინალური და დაუვიწყარი საჩუქარი ან სუვენირი შეიძლება გახდეს თქვენი რჩეულის ან პატივსაცემი ადამიანისათვის.

მასა : 550-600g.
ფასი : 135 GEL.


დიდი ფიალა
სურათი
123
პატარა ფიალა